ბელგია ასტრაზენეკას ვაქცინას საქართველოს საჩუქრად გადასცემს. ინფორმაციას ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ბელგია მიზნად ისახავს წლის ბოლომდე, სხვადასხვა ქვეყანაში 4 მილიონი დოზა დონაცია განახორციელოს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მესამე ქვეყნებში ვაქცინის დოზები სხვადასხვა მექანიზმით, კოვაქს პლატფორმით, Unicef-ისა და ვაქცინის გლობალური ალიანსის (GAVI) მეშვეობით გადაიგზავნება.
თავდაპირველად ბელგია უკრაინას ასტრაზენეკას ვაქცინის 168 000 დოზას გაუგზავნის, შემდეგ ეტაპზე კი 225 600-ს - საქართველოს, სომხეთსა და კოსოვოს.