რეჟისორის, რუსთაველის ეროვნული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტს სტურუას განცხადებით, 30 წელია, საქართველოს ორივე მხრიდან ქაჩავენ დიდი სახელმწიფოები, ყოფილი პრეზიდენტი კი უცდის, როდის გახლიჩავენ. ამის შესახებ სტურუამ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.
"მე მგონია, რომ ისინი [უცხო ქვეყნის მთავრობები] არიან ნამდვილი ზვიგენები. დღეს, კიდევ დავწერე ერთი პასაჟი ჩემს ფეისბუქში, გამოვიყენე ძალიან კარგი თეატრმცოდნის წერილი, რომ საქართველო 30 წელი გავს მიშიკო აბაშვილს [პერსონაში "კავკასიური ცარცის წრიდან"], რომელსაც ორივე მხრიდან ქაჩავენ დიდი სახელმწიფოები. იქეთ დგას ჩვენი ექსპრეზიდენტი და უცდის, როდის გახლიჩავენ საქართველოს", - ამბობს სტურუა.