კიევის პოლიციის ინფორმაციით, საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ბელარუსის სახლი უკრაინაში" ხელმძღვანელი ვიტალი შიშოვი გარდაცვლილი იპოვეს კიევის ერთ -ერთ პარკში, მისი საცხოვრებელი ადგილის მახლობლად.
"ბელარუსის სახლი უკრაინაში" არის ორგანიზაცია, რომელიც სამართლებრივ და სხვა სახის დახმარებას უწევს ბელარუსის მოქალაქეებს, რომლებმაც დატოვეს ქვეყანა პოლიტიკური მიზეზების გამო და ცხოვრობენ უკრაინაში.
კიევის პოლიციამ დაიწო გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით. როგორც იუწყებიან, პოლიცია ამოწმებს ვერსიას მკვლელობის შესახებ, რომელიც თვითმკვლელობით არის შენიღბული.
წინა დღით, შიშოვის პარტნიორმა პოლიციას მიმართა და განუცხადა, რომ იგი დილით გავიდა სახლიდან და მას შემდეგ არ დაბრუნებულა.
ვიტალი შიშოვი უკრაინაშ 2020 წლის შემოდგომაზე გადავიდა, ბელარუსში საპროტესტო აქციებში მონაწილეობის შემდეგ. ორგანიზაციის „ბელარუსის სახლი უკრაინაში“ თანახმად, შიშოვი მუდმივი თვალთვალის ქვეშ იმყოფებოდა და არსებობდა ინფორმაცია მისი გატაცების ან ლიკვიდაციის შესახებ.