შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა არაზუსტი უწოდა რუსეთის ელჩის, ანატოლი ანტონოვის განცხადებას ვაშინგტონიდან რუსი დიპლომატების გაძევების თაობაზე.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ დიპლომატებმა, რომლებზეც ელჩი ანტონოვი საუბრობდა, 3 სექტემბრამდე უნდა დატოვონ ამერიკა, ან გაახანგრძლივონ ვიზის მოქმედების ვადა.
რუსეთის ელჩი ანტონოვი კი ირწმუნებოდა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა ვაშინგტონში რუსეთის საელჩოს გადასცა 24 დიპლომატის სია და მათ ქვეყნის დატოვება უბრძანა.
ანტონოვის განცხადებით, ვაშინგტონი დიპლომატებს ვიზის მოქმედების ვადის გახანგრძლივების უფლებას არ აძლევდა.