საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 33 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 853-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 2 654 პირს დაუდასტურდა, 1 319 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 422 188 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 384 712, გარდაიცვალა 5 853 პაციენტი.