საქართველოში კორონავირუსის 2 654 ახალი შემთხვევა გამოვლინდა..
ბოლო 24 საათში 1 319 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 33 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 31 806 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 17 708, „პისიარ“ ტესტით – 14 098.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8,34%, ბოლო 14 დღის – 6,95%, ბოლო შვიდი დღის – 7,57%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 422 188 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 384 712 გამოჯანმრთელდა, 5 853 კი, გარდაიცვალა.