წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სოფელ საჩინოში, მდინარე ინწირაში ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო.
"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ის სოფელში სტუმრად იყო და მდინარეზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.
ცხედარი წყლიდან უკვე ამოყვანილია და ის ქუთაისში, ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული.