საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმიანება საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს და კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ „სახალხო რეფერენდუმის“ წინ საქართველოში ჩამოვა.
"ეს არჩევნები მაინც ჩატარდება და მეც ჩემ ვალდებულებას, რომელიც ავიღე ჩემი ერისა და ისტორიის წინაშე, რომ ჩამოვიდე საქართველოში, ამჯერად, ამ სახალხო რეფერენუდმის წინ, ზედმიწევნით შევასრულებ.
ივანიშვილი ვერ ეღირსება ამჯერად ქართველი ხალხის ფეხქვეშ გათელვას. "ნაციონალური მოძრაობა მთელი ეს პერიოდი ასრულებდა შარლ მიშელის ხელშეკრულების უკლებლივ ყველა პუნქტს, მიუხედავად მისი არასრულყოფილებისა. "ქართულმა ოცნებამ" კი ფეხქვეშ გათელა ყველა თავისი ვალდებულება. ამჯერად, უკვე ევროკავშირის რეფერენდუმი გარდაიქმნება საერთო, სახალხო რეფერენდუმად - ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორებაზე", - აცხადებს სააკაშვილი.