აკუსტიკური ხმაურის ნორმების გადაჭარბებაზე შეტყობინებით, ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას მიმდინარე წელს 34-მა პირმა მიმართა. ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების სპეციალური აპარატით გაზომვის შედეგად 11 სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა.
ხმაურის ნორმების გადაჭარბების დაფიქსირების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 598 85 15 20. აკუსტიკური ხმაურის მონიტორინგი ოცდაოთხ საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლი არ ვრცელდება დღის საათებში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებსა და თვითმმართველობსთან შეთანხმებულ ღონისძიებებზე.
სამართალდამრღვევს ფაქტის დაფიქსირების შემდეგ პირველ ეტაპზე ეძლევა გაფრთხილება. განმეორების შემთხვევაში ფიზიკური პირი 150, იურიდიული პირი კი 500 ლარის ოდნობით ჯარიმდება; განმეორების შემთხვევა 300/1000 ლარის საჯარიმო სანქციას ითვალისწინებს.