სამხრეთ აფრიკაში რეკორდულად დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდა.
ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიაზე ანომალიური ამინდია. რამდენიმე ქალაქში გადაუღებლად თოვს, ლიპყინულის გამო კი გზები გადაკეტილია.
ქალაქ კიმბერლიში, რომელიც ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს, ისტორიაში პირველად ჰაერის ტემპერატურა მინუს 9.9 გრადუს ცელსიუსამდე დაეცა.
სამხრეთ აფრიკის უდიდეს ქალაქ იოჰანესბურგში მინუს 7-გრადუსიანი ყინვა დაფიქსირდა. სინოპტიკოსების აზრით, სიცივე სამხრეთ აფრიკაში დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში შენარჩუნდება.