თბილისში, მეტროს მეორე, საბურთალოს ხაზი, დროებით, მგზავრებს ვერ ემსახურება,
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, სამედიცინო-ტექნიკური უნივერსიტეტის მონაკვეთზე ტექნიკური ხარვეზია, რის გამოც, მეორე ხაზის ყველა სადგურზე შეწყდა მგზავრების მიღება.
ადგილზე მუშაობენ შესაბამისი ჯგუფები და ხარვეზის აღმოფხვრისთანავე საბურთალოს ხაზზე მოძრაობა აღდგება.