საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 14:00 საათის მდგომარეობით COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის 107 157 მოქალაქე დარეგისტრირდა.
"ფაიზერის" პირველ დოზაზე რეგისტრაცია 12:00 საათიდან დაიწყო ვაქცინაციის პროცესი კი 26 ივლისიდან დაიწყება.
ვაქცინაციისთის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე -booking.moh.gov.ge
COVID 19-ის ვაქცინაციაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული კონსულტაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ - 15 22-ს.
წინასწარი ჯავშნების შესახებ საბოლოო დასტური მოქალაქეებს 24 საათის განმავლობაში, მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიუვათ.
"ფაიზერის" ვაქცინით აცრა შესაძლებელი იქნება 16 წლის ასაკიდან.