სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია აცხადებს, რომ არასრულწლოვანთა საკითხების გაშუქებისას განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო.
„ბავშვების უფლებები და მათი საუკეთესო ინტერესები, მათი პირადი ცხოვრება, ემოციები დგას ყველაზე და ყველაფერზე მაღლა!
ყველამ უნდა გავითავისოთ ჩვენი როლი და ჩვენი წილი პასუხისმგებლობა მათ წინაშე!“ – წერს ლონდა თოლორაია „ფეიასბუქში“.
შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა ნინო გიორგობიანმა სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა ვიდეო და განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის მშობლების სახლთან, სადაც ირაკლი ღარიბაშვილის არასრულწლოვანი შვილები ისვენებენ, იმყოფებოდა „ტვ პირველის“ ჟურნალისტი და მათ კითხვებს უსვამდა, ხოლო შემდეგ სახლის ეზოს ფარულად კადრებს უღებდა.