გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ნახშირის გამოსაწვავი კუსტარულად მოწყობილი 5 უკანონო ორმო, ე.წ. სანახშირე გამოავლინეს.
უთივე უკანონო სანახშირე გამოვლენილია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე. მოქალაქეები, კუსტარულად მოწყობილ ორმოებში, ნახშირის უკანონო გამოწვას ახდენდნენ.
ამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები.
ნახშირის უკანონოდ დამზადება ზიანს აყენებს გარემოს და განსაკუთრებით სახიფათოა ადამიანის ორგანიზმისთვის. ამ დროს ჰაერში ნივთიერება CO ვრცელდება, რაც ძლიერი საწამლავია.