შეერთებული შტატები მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გამოაცხადებს გეგმას, თუ როგორ და ვის გაუნაწილებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 80 მილიონ დოზას. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკემა განაცხადა.
ბლინკენის განცხადებით, პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია ვაქცინების განაწილებისას სამართლიანობის პრინციპებით იმოქმედებს და არ დააკაშირებს მას პოლიტიკურ პროცესებთან.
შეგახსენებთ, 17 მაისს ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ვაქცინის 80 მილიონ დოზას გლობალური მასშტაბით გაანაწილებს.
გავრცელებული ინფორმაციით, 80 მილიონი დოზიდან 20 მილიონი დოზა იქნება "მოდერნას", "ფაიზერისა" და "ჯონსონ ენდ ჯონსონის" ვაქცინები, ხოლო 60 მილიონი დოზა "ასტრაზენეკას" ვაქცინისა.