ჰოლივუდის მსახიობი სტივენ სიგალი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმურ პუტინის დიდი ხნის თაყვანისმცემელია, კრემლის მომხრე პარტიაში გაწევრიანდა.
სიგალმა უკვე მიიღო პარტია "სამართლიანი რუსეთი - პატრიოტები სიმართლისთვის" წევრობის ბარათი.
მსახიობმა პარტიის ყრილობაზე თანაპარტიელებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და გარემოზე ზემოქმედებისთვის ბიზნესის სანქცირების ინიციატივითაც გამოვიდა.
68 წლის მსახიობს რუსეთის პრეზიდენტმა მოქალაქეობა 2016 წელს მიანიჭა.