მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით საქართველოში ბიზნესის წარმოება გაუარესდა.
წინა კვლევაში საქართველო მეექვსე ადგილზე იმყოფებოდა. ბოლო კვლევაში კი საქართველომ მერვე ადგილზე გადაინაცვლა.
ბიზნესის წარმოება გათვალისწინებულია ბიზნესის დარეგისტრირების სიმარტივის მიხედვით.
ბიზნესის წარმოების მიხედვით პირველ ადგილზე ახალი ზელანდია იმყოფება. მეორე ადგილზე ავსტრალიაა, ხოლო მესამეზე კანადა.
პოსტსაბჭოთა სივრცეში ამ კატეგორიაში ბელარუსი ლიდერობს. მეზობელ ქვეყნებს შორის კი საქართველო. ყველაზე დიდი სახელმწიფო რუსეთი ამ ნომინაციაში 108 ადგილზე იმყოფება. ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენზე ერთი საფეხურით უკან, მე-9 ადგილზე იმყოფება.
ყველაზე რთული ბიზნესის წარმოება გვინეაში, ჩადსა და ბურკინა-ფასოშია.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ბანკი კვლევას ყოველ წლიურად აქვეყნებს. კვლევის მიხედვით დგება რეიტინგი, რომელშიც აღწერილია სხვადასხვა ქვეყნებში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა.