შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს Ryanair-ის თვითმფრინავის მინსკში იძულებით დასმასა და ოპოზიციონერი აქტივისტის დაკავებაზე. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრაზე, განხილული იქნება უკრაინის საკითხიც.
"შეერთებული შტატების პრეზიდენტს არ ეშინია წინ აღუდგეს ჩვენს მოწინააღმდეგეებს და გამოიყენოს პიროვნული დიპლომატიის შესაძლებლობები იმ სფეროების შემოსასაზღვრად, რომელზეც იგი შეშფოთებას გამოთქვამს და სადაც თანამშრომლობა შესაძლებელია", - განაცხადა ფსაკიმ.
ჯენ ფსაკით განცხადებით, შეხვედრაზე ასევე განიხილავენ ვაშინგტონისა და მოსკოვის თანამშრომლობას ბირთვული სტაბილურობის საკითხებში.
შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტები ჯო ბაიდენი და ვლადიმირ პუტინი ერთმანეთს 16 ივნისს, ჟენევაში შეხვდებიან.