რესპუბლიკელმა სენატორებმა კონგრესი შეიტანეს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს სანქციების დაწესებას გაზსადენ "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის მშენებლობაში მონაწილე ორგანიზაციის წინააღმდეგ. იუწყება The Hill.
ინიციატივის ავტორების აზრით, გაზსადენი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს კონტროლის შესაძლებლობას მისცემს ევროპაში აშშ-ის მოკავშირეებზე. ისინი აღნიშნავენ, რომ ეს დაასუსტებს შეერთებული შტატების გავლენას, ამიტომ მათი აზრით, აუცილებელია "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის დაუყოვნებლივ მშენებლობის გაჩერება.
თეთრი სახლის პრესმდივანი ჯენ ფსაკი ცოტა ხნის წინ აცხადებდა, რომ გაზსადენის მშენებლობის გაჩერება, მაშინ როდესაც მისი მშენებლობა 95 პროცენტით უკვე დასრულებულია, ფაქტობრივად შეუძლებელია.
"ჩრდილოეთის ნაკადი 2" მოიაზრებს გაზსადენის ორი შტოს მშენებლობას რუსეთის სანაპიროებიდან ბალტიის ზღვის გავლით, გერმანიამდე. პროექტის წინააღმდეგ აქტიურად გამოდის აშშ, ასევე უკრაინა და ევროპის არაერთი ქვეყანა. 2019 წლის დეკემბერში ვაშინგტონმა გაზსადენის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.
ამასთან, გუშინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ პროექტის წინააღმდეგ სანქციებზე უარი თქვა.