ისრაელი მზად არის უსაზღვროდ გააფართოვოს სამხედრო ოპერაცია ჰამასის წინააღმდეგ. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ბენი განცმა განაცხადა.
"ჩვენ სრულიად მზად ვართ უსაზღვროდ გავაფართოვთ ოპერაცია. ჩვენ წარსულში დავტოვეთ ჰამასი და მას უკან დაბრუნების უფლებას არ მივცემთ", - აღნიშნა განცმა.
თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ისრაელი მოქმედებს სიმტკიცითა და პოლიტიკური პასუხისმგებლობით, კავშირი აქვს მეგობრებთან, რომელთა შორის მთავარ ძალას შეერთებული შტატები წარმოადგენს.
ისრაელისა და ღაზას სექტორის საზღვარზე ვითარება 10 მაისს დაიძაბა. ესკალაციის განახლებიდან ისრაელის ტერიტორიაზე ღაზის სექტორიდან გაშვებულია 4 ათასამდე რაკეტა. მათი უმეტესობა ისრაელის თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათმა“ გაანეიტრალა. ბოლო ინფორმაციით, ღაზაში დაიღუპა 220 ადამიანი, ისრაელში კი ღაზას სექტორიდან ნასროლ რაკეტებს 12 ადამიანი ემსხვერპლა.