ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" თელ ავივის მიმართულებით 130 რაკეტა გაუშვა მას შემდეგ, რაც ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად ღაზის სექტორში 13-სართულიანი შენობა განადგურდა.
სარაკეტო დარტყმამდე ცოტა ხნით ადრე, 13-სართულიანი შენობიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
ისრაელის თავდაცვის უწყების განცხადებით, მათ სარაკეტო დარტყმა „ჰამასის“ თავდასხმის საპასუხოდ განახორციელეს.
ღაზის სექტორიდან მასირებული სარაკეტო დაბომბვის გამო, თელ ავივის ბენგურიონოს საერთაშორისო აეროპორტმა დროებით შეაჩერა მუშაობა
ავიარეისები, რომლებიც თელ ავივის მიმართულებით უნდა შესრულებულიყო, კვიპროსშია გადაგზავნილი.
ამ დრომდე თელ ავივსა და ისრაელის ცენტრალურ ნაწილში განგაშის სირენების ხმა არ წყდება. ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით მასირებული დაბომბვა ორშაბათს, 10 მაისს დაიწყო. ისრაელეის ქალაქ აშქელონში სარაკეტო დარტმას დღეს ორი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. მსხვერპლი მოყვა ისრაელის საპასუხო იერიშებს ღაზას სექტორშიც, სადაც 23 ადმიანი დაიღუპა, მათი უმეტესობა ტერორისტული დაჯგუფების წევრია.