დაახლოებით 100 000 რუსი სამხედრო კვლავ კონცენტრირებულია უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში. ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ივან ბაკანოვმა განაცხადა.
გასულ თვეში, რუსეთმა განაცხადა, რომ უკრაინის საზღვრებთან კონცენტრირებულ სამხედრო ძალებსა და სამხედრო ტექნიკას დააბრუნებდა მუდმივი დისლოცირების ადგილებში.
უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში რუსეთის ჯარების სამხედრო აქტივობებმა დასავლეთის ქვეყნებში შეშფოთება გამოიწვია.
გასულ კვირას, კიევში ვიზიტად მყოფლმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმაც განაცხადა, რომ რუსული ჯარების მნიშვნელოვანი რაოდენობა კვლავ კონცენტრირებულია უკრაინის საზღვრებთან.