ხუდონჰესის მშენებლობის სურვილი ერთ-ერთმა ინდურმა კომპანიამ გამოთქვა. ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრის პრეს-სპიკერმა ნიკო მჭედლიშვილმა განუცხადა, რომლის განმარტებითაც, ინდური კომპანიის მხრიდან შესაბამისი დაინტერესება ინდოეთში საქართველოს მთავრობის წევრებთან გამართული შეხვედრებისას გამოთქვა.
წინასწარი ინფორმაციით, კომპანია მზადაა აღნიშნული ჰესის მშენებლობისთვის საჭირო თანხის 40 პროცენტი თავად გამოყოს, დანარჩენი 60 პროცენტი კი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან დაფინანსდება.
ხუდონჰესის სიმძლავრე 700 მეგავატი იქნება და მისი მშენებლობა 900 მილიარდ დოლარზე მეტი ჯდება.
აღსანიშნავია, რომ ინდოელი ინვესტორები საქართველოს რეგიონებში სასტუმროების აშენებითაც არიან დიანტერესებულნი.
როგორც ჟურნალისტებს ეკონომიკის მინისტრმა ვერა ქობალიამ განუცხადა, საუბარია ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში 2 და 3 ვარსკვლავიანი სასტუმროების აშენებაზე.