მოსკოვში, წითელ მოედანზე გაიმართა სამხედრო აღლუმი ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების 76-ე წლისთავის აღსანიშნავად.
სამხედრო აღლუმები გაიმართა რუსეთის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში.
მოსკოვში გამართულმა აღლუმმა ერთ საათზე მეტ ხანს გასტანა. მასში 12 000-ზე მეტმა ადამიანმა, 190-ზე მეტმა სამხედრო ტექნიკამ და ათეულობით სამხედრო თვითმფრინავმა და ვერტმფრენმა მიიღო მონაწილეობა.
სამხედრო აღლუმზე სიტყვით გამოვიდა რუსეთის პრეზიდენტი პუტინი.









