გერმანიის ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა ფედერალური მთავრობის ინიციატივას, სრულად ვაქცინირებული პირებისთვის შეზღუდვების შემსუბუქების თაობაზე.
ბუნდესტაგის დამტკიცების შემდეგ აღნიშნული ინიციატივა ბუნდესრატმა უნდა დაამტკიცოს, რის შემდეგაც იგი ძალაში შევა.
ანამდე გერმანიის ფედერალური მთავრობა შეთანხმდა, რომ შეამსუბუქოს შეზღუდვები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც გამოჯანმრთელდნენ კორონავირუსისგან და სრულად არიან ვაქცინირებულნი.
ახალი ინიციატივით, სრულად ვაქცინირებულ ან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პირებს კომენდანტის საათისა და სოციალური კონტაქტების შეზღუდვები არ შეეხებათ.
გერმანიის მოსახლეობის დაახლოებით 8%-მა ვაქცინის ორივე დოზა მიიღო, ხოლო 28%-ზე მეტმა - ერთი დოზა.