ფინანსთა სამინისტრო ბიზნესისთვის საგადასახადო შეღავათების გაგრძელებას არ განიხილავს.
როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, ამ ეტაპზე სამინისტრო დამატებით საგადასახადო შეღავათებზე არ მსჯელობს.
„მჯერა, იმ რეგულაციების კარგად დაცვით, რაც ქვეყანაში არსებობს, შევძლებთ, რომ დამატებითი შეზღუდვების გარეშე გადავიაროთ ეს პერიოდი. შესაბამისად, ამ შემთხვევაში დამატებითი შეღავათების დაწესება ვერ მოხდება, რადგან თითოეული დამატებით შეღავათი არის დამატებითი დეფიციტი, რაც საბოლოო ჯამში, ეკონომიკაზე ძალიან უარყოფითად აისახება, უკვე ვართ დეფიციტის იმ მაჩვენებელზე, რომლის უფრო გაზრდა კონტრპროდუქტიულია ეკონომიკისთვის,“ - განაცხადა კაკაურიძემ.