ჟურნალისტი და ტელეწამყვანი მაია ასათიანი "რუსთავი 2"-დან მიდის. ამის შესახებ ასათიანი თოქ-შოუ "პროფილის" ანონსში ამბობს, რომელიც გადაცემის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.
მაია ასათიანი ამბობს, რომ დღეს ამ არხზე მისი ბოლო გადაცემა გავა.
"დღე მე აქ, ამ არხზე ჩემს 20-წლიან ისტორიას ვასრულებ. ბოლო გავდივარ, იმიტომ, რომ აქ იმ სინათლეს, წლების წინ მთელი საქართველოს მთავარი იმედი რომ იყო, ვეღარ ვხედავ. დღეს ბოლო პროფილია", - ამბობს მაია ასათიანი.