მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების გასანაწილებლად შექმნილმა საერთაშორისო პროგრამამ [Covax] განაწილების პირველ კვირაში 20 ქვეყანას 20 მილიონი ვაქცინის დოზა გადასცა. განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანამ ღებრეიესუსმა.
"ეს იყო Covax-ის საეტაპო კვირა, ვაქცინაციის პროგრამები უკვე დაწყებულია განასა და კოტდ 'ივუარში.საერთო ჯამში, Covax- მა 20 ქვეყანაში ვაქცინის 20 მილიონი დოზა გაანაწილა", - თქვა ღებრეიესუსმა პრესკონფერენციაზე.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის თქმით, შემდეგ კვირას, Covax დამატებით 31 ქვეყანაში გაგზავნის 14,4 მილიონ ვაქცინის დოზას.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) Covax პროგრამა მიზნად ისახავს, უზრუნველყოს ვაქცინების სამართლიანი განაწილება ყველა ქვეყანაში.
პლატფორმის მეშვეობით წლის ბოლომდე დაგეგმილია მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დაახლოებით 2 მლრდ დოზის გავრცელება.
ოთხშაბათს, განა გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც მიიღო Covid-19 ვაქცინები COVAX– ის საშუალებით. განამ AstraZeneca– ს ვაქცინის 600,000 დოზა მიიღო.
განასა და კოტ-დ’ივუარის გარდა, Covax-ის საშუალებით ვაქცინა მიიღეს ანგოლამ, კამბოჯამ, კოლუმბიამ, კონგოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, გამბიამ, ინდოეთმა, კენიამ, ლესოტომ, მალავიმ, მალიმ, მოლდოვამ, ნიგერიამ, ფილიპინებმა, სამხრეთ კორეამ, რუანდამ, სენეგალმა, სუდანმა, უგანდამ და ფიჯიმ.
Covax პლაფტორმა, რომელიც მთავრობებისა და დონორების შემოწირულობებით ფინანსდება, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გარდა, ვაქცინების გლობალური ალიანსისა [Gavi] და გაეროს ბავშვთა ფონდის [unicef] მეშვეობით იმართება.