ის აღვირახსნილი, ის ანტისახელმწიფოებრივი კამპანია რაც მიმდინარეობს ნაციონალური მოძრაობის მხრიდან არის ყოვლად მიუღებელი და ყოვლად დაუშვებელი, განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტში უმრავლესობასთან შეხვედრისას.
"სრული მხარდაჭერა ბატონ ვახტანგ გომელაურს, რომელიც ძალიან ეფექტიანად მართავს თავის უწყებას. სრული მხარდაჭერა თითოეულ პოლიციელს. მე ვიცი რას ნიშნავს თითოეული პოლიციელის მუშაობა. პოლიციელი არის გმირი.
ის აღვირახსნილი, ის ანტისახელმწიფოებრივი კამპანია რაც მიმდინარეობს ნაციონალური მოძრაობის მხრიდან არის ყოვლად მიუღებელი და ყოვლად დაუშვებელი. ამიტომ ეს ქაოსი უნდა დასრულდეს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.