ხელისუფლების მიერ ნიკა მელიას დაკავების მცდელობა ყოველგვარ ზღვარს სცილდება, წერს სოციალურ ქსელში ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ვარშალომიძე.
"ეს პოლიტიკური მართლმსაჯულების მორიგი გადაწყვეტილებაა, რომელიც ქვეყნის იმიჯს აზიანებს; მეტიც - უკვე საქართველოში უსამართლობა სამართალზე ზეიმობს, უკანონობა - კანონზე, მოღალატეობა - პატრიოტობაზე! ამიტომ აუცილებლად მივიჩნევ პოლიტიკურად მოტივირებული ყველა საქმის დაუყონებლივ შეჩერებას! ეს ბრძოლა ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას ემსახურება და მას ქართველი ხალხი წარმატებით დავასრულებთ!
ჩემი მხარდაჭერა ნიკა მელიას!", - აცხადებს ვარშალომიძე.