პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, თეა წულუკიანი წუხილს გამოთქვამს, რომ კორონავირუსითი ინფიცირების გამო, პარლამენტის დღევანდელ სხდომას ვერ ესწრება, სადაც ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის საკითხს კენჭი უნდა უყარონ.
წულუკიანის თქმით, მისი ერთი ხმაც იმუნიტეტის შეჩერების გადაწყვეტილებას ეკუთვნის.
"სამწუხაროდ, დღეს ვერ ვესწრები სხდომას. მაგრამ ვიცი, რომ საქართველოს პარლამენტი ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და მავანის პოლიტიკანობაზე მაღლა დააყენებს კანონს და სახელმწიფოს! ჩემი ერთი ხმაც ამ გადაწყვეტილებას ეკუთვნის.
დღეს საქართველოში პოლიტიკურ გმირად ვერ (ვეღარ) ჩამოყალიბდები ძლივს შექმნილ დამოუკიდებელ სახელმწიფოზე და მის პარლამენტზე შტურმის გზით, "ბიძიკო", - წერს თეა წულუკიანი.