აღკვეთის ღონისძიების გამოყენების კანონისმიერი მიზანი ბრალდებულის დასჯა არ არის, წერს სახალხო დამცველი სოციალურ ქსელში.
ნინო ლომჯარიას განმარტებით, პატიმრობა უნდა იქნეს გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურა ასაბუთებს, რომ ბრალდებულის თავისუფლებაში ყოფნა ხელს შეუშლის მართლმსაჯულების განხორციელებას.
"ნიკანორ მელიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებიდან გასულია 18 თვეზე მეტი, დასრულებულია გამოძიების ეტაპი და საქმე ამჟამად არსებითად იხილება, შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ პატიმრობის გამოყენების საჭიროება სახეზე არ არის", წერს ლომჯარია.