დიდ ბრიტანეთსა და მსოფლიოს 10-ზე მეტ ქვეყანაში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შტამი გამოვლინდა. იტყობინება გამოცემა Guardian-ი ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევრებზე დაყრდნობით.
კორონავირუსის ახალ შტამს B1525 უწოდეს.
კორონავირუსით ახალი შტამით ინფიცირების 32 შემთხვევაა გამოვლენილი დიდ ბრიტანეთში, დანიაში – 35, ნიგერიაში – 12, აშშ-სა და საფრანგეთში 7-7. ასევე ხუთზე ნაკლებია განაში, ავსტრალიაში, კანადაში, იორდანიასა და ესპანეთში.
გამოცემის ინფორმაციით, ახალ შტამს აქვს "პოტენციურად საგანგაშო მუტაცია". ექსპერტები თვლიან, რომ ახალი შტამი ანტისხეულების მიმართ შესაძლოა უფრო მდგრადი იყოს.
როგორც იუწყებიან, ახალი შტამი B1525 მსგავსია გასული წლის დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი ახალი შტამისა, რომელსაც მაშინ B117 უწოდეს.