დღეიდან ლატვიაში რუსული ტელეკომპანია "Россия-РТР"-ის მაუწყებლობა აიკრძალა.
"Россия-РТР"-ის მაუწყებლობის აკრძალვის გადაწყვეტილება ლატვიის ელექტრონული მასმედიის ეროვნულმა საბჭომ (NEPLP) 8 თებერვალს მიიღო. გადაწყვეტილება ძალაში 15 თებერვლიდან უნდა შესულიყო.
რუსული ტელეარხის მაუწყებლობა ლატვიაში 1 წლით აიკრძალება.
"ჩვენ ვიცავდით ჩვენს ინფორმაციულ სივრცეს, ვიცავთ და კვლავ დავიცავთ", - ასე გამოეხმაურა მაუწყებლობის აკრძალვას NEPLP-ის თავმჯდომარე აივარ აბოლინში Twitter- ზე.
რუსული ტელეკოპმანიის მიმართ შეზღუდვის პროცედურის ამოქმედების საკითხი გასული წლის ზაფხულში დაისვა, როდესაც ტელეკომპანიის ეთერში სიძულვილის გაღვივების მცდელობას ჰქონდა ადგილი, კერძოდ, გადაცემაში "60 წუთი" უკრაინა ტერორისტული სახელმწიფოდ იყო მოხსენიებული, ხოლო ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო - ტერორისტად.
9 თებერვალს მასმედიის ეროვნულმა საბჭომ კიდევ 16 რუსული ტელეარხის მაუწყებლობა აკრძალა.