შეერთებული შტატების სენატმა ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებას მხარი არ დაუჭირა.
წარმომადგენელთა პალატის მიერ წაყენებულ ბრალდებას სენატში 57-მა სენატორმა დაუჭირა მხარი, 43 კი წინააღმდეგ წავიდა.
ბრალდების დამტკიცებისთვის სენატის 2/3-ის, ანუ 67 სენატორის მხარდაჭერა იყო საჭირო.
სენატის რესპუბლიკელთა უმრავლესობის ლიდერმა, მიჩ მაკკონელმა, კენჭისყრის დასრულების შემდეგ, განაცხადა, რომ კაპიტოლიუმზე თავდასხმაზე პოლიტიკურად და მორალურად პასუხისმგებელია დონალდ ტრამპი, მაგრამ იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირა, რადგან ყოფილი პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება არაკონსტიტუციურია.
წარმომადგენელთა პალატა დონალდ ტრამპს ამბოხების წაქეზებაში დებდა ბრალს, რომელმაც კაპიტოლიუმზე იერიში გამოიწვია.
იმპიჩმენტის პროცესი სენატში სამშაბათს, 9 თებერვალს დაიწყო და 5 დღე გაგრძელდა.