სამოქალაქო ორგანიზაციამ მოძრაობა საქართველოსთვის ქართული ოცნების ოფისიდან პარლამენტის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობა დაიწყო. აქციის მონაწილეები არღვევენ მთავრობის მიერ ძალაში დატოვებულ გადაადგილების შეზღუდვას, რომელიც მოქალაქეებს 9 საათის შემდეგ ქუჩაში გადაადგილებას უკრძალავს.
ორგანიზაციის აქტივისტებს ბანერი უჭირავთ, წარწერით - "არ შეგარჩენთ მოპარულ არჩევნებს". ბანერზე ქართული ოცნების სხვადასხვა ლიდერები არიან გამოსახული.
მანამდე ქართული ოცნების ოფისთან გამართულ საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა ორგანიზაციის ორი აქტივისტი დააკავეს, პოლიცია მათ წვრილმან ხულიგნობასა და დაუმორჩილებლობას ედავება.