რესპუბლიკემა სენატორმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანათავმჯდომარემ, ჯიმ რიშმა და სენატის ევროპული თანამშრომლობისა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხთა ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ, დემოკრატმა ჯინ შაჰინმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მიმართეს თხოვნით, სრულად შეასრულოს კონგრესმენების მიერ მიღებული კანონების მოთხოვნა იმისათვის, რომ საბოლოოდ დასრულდეს გაზსადენ "ჩრდილოეთ ნაკადი 2"- ის მშენებლობა.
"ეს გაზსადენი რუსეთს უქმნის მძლავრ, ახალ გეოპოლიტიკურ ინსტრუმენტს, რომელიც უკრაინას, სლოვაკეთსა და სხვა ქვეყნებს ართმევს შემოსავალს, რომელსაც ისინი ტრანზიტის (რუსეთიდან ევროპაში) საფასურიდან იღებენ", - ნათქვამია წერილში.
სენატორები ამბობენ, რომ "ჩრდილოეთ ნაკადი 2" ევროპას რუსეთზე დამოკიდებულს გახდის უახლოესი 40 წლის განმავლობაში. ამასთან, სენატორები ამბობენ, რომ ნატოს წევრი ქვეყნების ტერიტორიებზე რუსეთის ინფრასტრუქტურის განლაგება საფრთხეს შეუქმნის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყველა წევრს.
სენატორები მოუწოდებენ პრეზიდენტსა და ადმინსიტრაციას 16 თებერვლამდე კონგრესს წარუდგინოს ანგარიში, სადაც მითითებული იქნება ის ორგანიზაციები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ "ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის მშენებლობაში.
სენატორების წერილი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.