ჩვენი მოქალაქეები გერმანიაში მნიშვნელოვან ცოდნას შეიძენენ სოფლის მეურნეობის დარგში. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, "დღის კურიერის" ეთერში, გერმანიაში დროებით ლეგალური დასაქმების პროგრამაზე საუბრისას განაცხადა.
"დროებითი შრომითი მიგრაცია ჩვენ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ ის თანაბარი პირობები იმ ქვეყნებში, სადაც სახელმწიფოებს შორის დაიდება კონტრაქტი, რომ ჩვენი მოქალაქეები შესაფერისი და შესაბამისი ანაზღაურების ფორმატში დასაქმდნენ ამ ქვეყნებში და მათ ჰქონდეთ ის საჭირო პირობები, რომელიც ცხოვრებისთვის ესაჭიროებათ, ასევე სამედიცინო დაზღვევა და დაცულები იყვნენ როგორც ტრეფიკინგის მსხვერპლი ამ ქვეყნებში.
აქედან გამომდინარე, ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. შემდგომში ეს პროექტი, რითაც თავის მნიშვნელობას იძენს, ისეთ ქვეყნებში დასაქმება, როგორიც არის ევროკავშირის ქვეყნები და ამ შემთხვევაში გერმანია, მით უფრო მნიშვნელოვანია ეს პროგრამა, ვინაიდან, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოქალაქეები იქ შეიძენენ ძალიან მნიშვნელოვან ცოდნას, ამ შემთხვევაში სოფლის მეურნეობის დარგში,“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
შეგახსენებთ, გერმანიაში დროებით ლეგალურად დასაქმებაზე რეგისტრაცია 15 თებერვლიდან დაიწყება.