თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ შპს `ომეგა"-ს სარჩელი დაკმაყოფილა, საგადასახადო ორგანოების მიმართ.
სასამართლოს გადაწყვეტილებით საგადასახადო ორგანოს დაევალა 2010 წლის 13 ივლისს ამოღებული სასაქონლო ზედნადებების დედნების შპს `ომეგასთვის" დაბრუნება.
სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარეებისთვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში.