79 წლის ასაკში გარდაიცვალა ჯაზის ლეგენდა, ამერიკელი მუსიკოსი, შემსრულებელი და კომპოზიტორი ჩიკ კორეა. ინფორმაცია მუსიკოსის ფეისბუქგვერდზე გავრცელდა.
ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ჩიკ კორეა სიმსივნის იშვიათი ფორმით იყო დაავადებული, რამაც გამოიწვია მისი გარდაცვალება.
ჩიკ კორეა ჯაზის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული შემსრულებელი და კომპოზიტორი იყო. მიღებულია აქვს გრემის 23 ჯილდო.
1960-იან წლებში იყო მაილს დეივისის ბენდის წევრი და მონაწილეობდა ელექტრონული ჯაზ ფიუჟენის მოძრაობის შექმნაში.
ჩიკ კორეა ჯაზფესტივალის ფარგლებში 2006 წელს საქართველოშიც იმყოფებოდა.