პერუში დაიწყო მოსახლეობის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე აიცრებიან პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფი მედიცინის მუშაკები, პოლიციელები და სამხედროები.
ამ ეტაპზე, პერუში მოსახლეობის ვაქცინაცია ჩინური Sinopharm-ის ვაქცინით მიმდინარეობს, რომლის პირველი პარტია - 300 ათასი დოზა ჩინეთიდან 7 თებერვალს მიიღო.
პერუ პირველი ქვეყანაა ლათინურ ამერიკაში, რომელმაც ჩინური ვაქცინის გამოყენება დაიწყო. ლათინური ამერიკის უმეტესი ქვეყანა ამ ეტაპზე რუსულ ვაქცინას ამჯობინებს.
უახლოეს დღეებში პერუ ჩინეთიდან დამატებითი დოზების მიღებას მოელის, ჯამში ჩინეთისგან პერუ 38 მილიონ დოზას მიიღებს. მიმდინარეობს მოლაპარაკებები Pfizer- სა და AstraZeneca-სთან, ასევე COVAX პლატფორმასთან.
პერუში კორონავირუსით ინფიცირების 1 200 000-ზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული. ვირუსულმა ინფექციამ 42 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.