ისრაელის დედაქალაქ თელ ავივში დღეიდან COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით უცხოელებისა და ლტოლვილის სტატუსის მაძიებლების აცრა დაიწყო. იუწყება Associated Press-ი.
ვაქცინაციის ცენტრებთან თვალუწვდენელი რიგები დგას. უცხოელებს შორის, რომლებმაც აცრა დღეს უკვე გაიკეთეს, არიან ფილიპინების, მოლდოვასა და ნიგერიის მოქალაქეები.
ისრაელმა Pfizer-ის ვაქცინის 3,5 მილიონზე მეტი დოზა პირველი, 2.1 მლნ დოზა კი განმეორებითი აცრებისთვის მიიღო. ქვეყანაში ასევე დამტკიცებულია კომპანია Moderna-ს ვაქცინა.
ისრაელში კორონავირუსით ინფიცირების მაღალი მაჩვენებელია. პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში დაფიქსირებულია 700 ათასზე მეტი შემთხვევა, გარდაცვლილია 5 100 ადამიანი.
ამასთან, ისრაელი ვაქცინაციის სისწრაფით მოწინავეა იმ ქვეყნებს შორის, რომელთაც უკვე დაიწყეს მოსახლეობის იმუნიცაზიის მასობრივი პროგრამა. ისრალეში მოსახლეობის თითქმის ნახევარმა უკვე მიიღო სულ მცირე ვაქცინის ერთი დოზა.