ჩინეთის ქალაქ უხანში მოქალაქეებმა პატივი მიაგეს ექიმ ლი ვენლიანის ხსოვნას, რომელმაც ერთი წლის წინ მსოფლიოს კორონავირუსის შესახებ აუწყა.
2020 წლის 6 თებერვალს უხანში, კორონავირუსისგან გარდაიცვალა ექიმი ლი ვენლიანი, რომელმაც პირველმა ატეხა განგაში ახალი ვირუსის საფრთხის შესახებ.
ახალგაზრდა ექიმი ოფთალმოლოგად მუშაობდა უხანის ცენტრალურ საავადმყოფოში, როდესაც მან გასული წლის 30 დეკემბერს, პირველმა გააფრთხილა კოლეგები უცნობი ვირუსის შესახებ და მათ დამცავი ნიღბების ტარება სთხოვა.
რამდენიმე დღეში, ექიმი პოლიციაში გამოიძახეს და ბრალი დასდეს "ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში, რომელმაც მნიშვნელოვნად დააზარალა საზოგადოებრივი წესრიგი".
მოგვიანებით, პოლიციამ მას ბოდიში მოუხადა.
34 წლის ექიმმა ვირუსის შვიდი შემთხვევა დააფიქსირა, რომელიც მისი აზრით ძალიან ჰგავდა იმ ვირუსს, რომელმაც 2003 წელს გლობალური ეპიდემია გამოიწვია.
კორონავირუსის დიაგნოზი თავად ლი ვენლიანს 1 თებერვალს დაუსვეს, რომელსაც დაავადება, როგორც იუწყებიან პაციენტისგან გადაედო.