შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა ამერიკის კინომსახიობთა გილდია დატოვა. ამის შესახებ ნათქვამია ტრამპის წერილში, რომელიც მან გილდიის პრეზიდენტს, მსახიონ გაბრიელ კარტერის მისწერა.
24 იანვრით დათარიღებული ტრამპის წერილი ტელეკომპანია Fox News-მა მოიპოვა.
"ამ წერილს გწერთ გილდიის ეგრეთ წოდებულ დისციპლინარული კომიტეტის მოსმენასთან დაკავშირებით, რომელიც ჩემი წევრობის ჩამორთმევას შეეხებოდა. ვის ადარდებს?", - წერს ტრამპი.
თავის წერილში ტრამპი აღნიშნავს, რომ იგი არ იცნობს მსახიობ კარტერისის [გილდიის პრეზიდენტის] შემოქმედებას, თუმცა ამაყობს თავისი შესრულებული როლებით ფილმებში, როგორებიცაა "მარტო სახლში 2", "უოლ სტრიტი" და სხვა.
ტრამპი აღნიშნავს, რომ კინომსახიობთა გილდია არაფერს აკეთებს თავისი წევრებისთვის და მხოლოდ "შემომწირველთა დაგროვებითა და საშიში იდეების პოპულარიზებით არის დაკავებული".
"მეტად აღარ მსურს რაიმე მაკავშირებდეს ამ ორგანიზაციასთან. ამ წერილით გატყობინებთ, რომ დაუყოვნებლივ ვტოვებ გილდიის რიგებს", - წერს ტრამპი.
მანამდე კინომსახიობთა გილდიის დისციპლინარულმა კომიტეტმა წამოიწყო მოსმენები ტრამპის მიერ ორგანიზაციის წესდების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით.
დონალდ ტრამპი კინომსახიობთა გილდის წევრი 1989 წლიდან იყო.