100 წლის ბრიტანელი ვეტერანი, კაპიტანი ტომ მური, რომელმაც გასულ წელს ჯანდაცვის მუშაკებისთვის მილიონობით ფუნტი მოაგროვა, კორონავირუსით გარდაიცვალა.
კაპიტანი ტომ მური კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიის გამო კლინიკაში 31 იანვარს გადაიყვანეს.
კაპიტანმა მურმა სახელი იმით გაითქვა, რომ კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ მებრძოლი ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის 33 მილიონი გირვანქა სტერლინგი მოაგროვა, როდესაც მან ამ მიზნით კამპანია წამოიწყო და 100-ჯერ შემოუარა თავის საცხოვრებელ სახლს გადაადგილების დამხმარე აღჭურვილობით.
გასულ წელს, ბრიტანეთის დედოფალმა, ელისაბედ მეორემ ტომ მური რაინდად აკურთხა.