სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა "სპუტნიკ V" დაამტკიცა. ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდზე დაყრდნობით ავრცელებს.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ვაქცინის დამტკიცების გადაწყვეტილება მიღებულია რუსეთში კლინიკური ცდების მესამე ფაზის მონაცემებზე დაყრდნობით, სომხეთში დამატებითი კვლევების ჩატარების გარეშე.
"დღეს ჩვენ სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ "სპუტნიკ V"-ს დამტკიცების შესახებ ვაცხადებთ, რაც ქვეყანას მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენებით მოსახლეობის ვაქცინაციის საშუალებას აძლევს", - განაცხადა პირდაპირი ინვესტირების ფონდის გენერალურმა დირექტორმა კირილ დმიტრიევმა.