გერმანია განიხილავს რუსული და ჩინური ვაქცინის გამოყენების შესაძლებლობას. ამის შესახებ გერმანიის ფედერალურმა ჯანდაცვის მინისტრმა, იენს შპანმა განაცხადა.
შპანის განცხადებით, თუ ევროკავშირის მარეგულირებელი ორგანო რუსულ და ჩინურ ვაქცინებს უსაფრთხოდ და ეფექტურად მიიჩნევს, გერმანია განიხილავს მათ ქვეყანაში შემოტანას.
მისივე თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის რამდენიმე ალტერნატივის არსებობა ქვეყანას პანდემიის დამარცხებაში დაეხმარება.
მანამდე, ბავარიისა და ბრანდენბურგის მხარეების ლიდერებმაც განაცხადეს, რომ თუ რუსული და ჩინური ვაქცინების ეფექტურობა და უსაფრთხოება დამტკიცდება, ქვეყანას ისინი უნდა გამოიყენოს იმუნიზაციის პროგამის ფარგლებში.
გერმანიაში დღეს, კანცლერ ანგელა მერკელის თაოსნობით ვაქცინის ეროვნული სამიტი გაიმართება, სადაც მოელიან, რომ ზემოთაღნიშნულ საკითხზეც იმსჯელებენ.