იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში დააკავეს ქალი, რომელიც დედის ცხედარს მაცივარში 10 წელი ინახავდა
48 წლის იუმი იოშინო აცხადებს, რომ დედამისი 10 წლის წინ სახლში გარდაცვლილი იპოვა და ცხედარი დამალა, რადგან მას არ სურდა სახლის დატოვება, რომელშიც ერთად ცხოვრობდნენ.
პოლიციამ განაცხადა, რომ ცხედარს ჭრილობის კვალი არ აღენიშნებოდა.
ამ დროისთვის, არ არის დადგენილი ქალის გარდაცვალების ზუსტი დრო და მიზეზი.
გავრცელებული ინფორმაციით, ბინაში ცხედარი დამლაგებელმა აღმოაჩინა მას შემდეგ, რაც იუმი იოშინო იძულებული გახდა ქირის გადაუხდელობის გამო ბინიდან გადასულიყო.