ლეგენდარული ამერიკელი მსახიობი სისელი ტაისონი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ტაისონის სამსახიობო კარიერა დაახლოებით 7 ათეული წლის განმავლობაში გრძელდებოდა. მან სახელი გაითქვა ძლიერი, მტკიცე აფროამერიკელი პერსონაჟების განსახიერებით.
თავდაპირველი აღიარება 1974 წელს, სატელევიზიო ფილმ "მის ჯეინ პიტმანის ავტობიოგრაფია"-ში შესრულებული მთავარი როლისთვის მოიპოვა. ამ პერსონაჟისთვის მან მიიღო ორი "ემი" და BAFTA-ს ნომინაცია მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის.
1960-იან წლებში ის გახდა პირველი შავკანიანი ქალი, რომელმაც მთავარი როლი შეასრულა სატელევიზიო დრამაში East Side/West Side.
2016 წელს პრეზიდეტნმა ბარაკ ობამამ სისელი ტაისონს გადასცა უმაღლესი სამოქალაქო ჯილდო - თავისუფლების საპრეზიდენტო ორდენი. მაშინ ბარაკ ობამა ამბობდა, რომ სამსახიობი მიღწევების გარდა, ტაისონმა განსაზღვრა ისტორიის მსვლელობა.
2018 წელს სისელი ტაისონი გახდა პირველი აფროამერიკელი ქალი, რომელმაც საპატიო ოსკარი მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ტაისონი უარს ამბობდა შავკანიანი ქალების სტერეოტიპული პერსონაჟების განსახიერებაზე და მხოლოდ ძლიერი, მტკიცე, პოზიტიური და რეალისტური პერსონაჟების შესრულებას თანხმდებოდა.
სისელი ტაისონი მონაწილეობდა სხვადასხვა თეატრალურ სპექტაკლში. 2013 წელს მიიღო პრესტიჟული თეატრალური ჯილდო "ტონი" ბროდვეის სპექტაკლ "მოგზაურობა ბაონტიფულისკენ"-ში შესრულებული მთავარი როლისთვის.
2011 წელს ოსკაროსან მსახიობ ვაიოლა დევისთან ერთად გამოჩნდა პოპულარულ სატელევიზიო, მრავალსეზონიან დრამაში How to get away with murder/როგორ ავიცილოთ სასჯელი მკვლელობის შემთხვევაში.
ცოტა ხნის წინ, გამოიცა სისელი ტაისონის მემუარები Just As I am.