აშშ-ში, 6 იანვარს კაპიტოლიმუზე შტურმის შემდეგ, რესპუბლიკური პარტია 30 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ინფორმაციას გამოცემა Hill ავრცელებს.
აღნიშნული რაოდენობა ეყრდნობა ამომრჩეველთა მიერ რეგისტრაციაზე უარის თქმის მონაცემებს, რომლებსაც მხოლოდ შტატების ნაწილი ასაჯაროებს. იუწყებიან, რომ იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც რესპუბლიკური პარტია დატოვა, შესაძლოა გაცილებით მეტი იყოს, რადგან ზოგიერთი შტატი უარს ამბობს გასაჯაროებაზე.
6 იანვარს ვაშინგტონში ტრამპის მომხრეები შეიჭრნენ აშშ-ის კონგრესის შენობაში და შეწყვიტეს სხდომა, რომელზეც უნდა დამტკიცებულიყო ქვეყანაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები. პოლიციასთან შეტაკების დროს ხუთი ადამიანი დაიღუპა.
მოგვიანებით, აშშ-ის კონგრესმა დაადასტურა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები და ჯო ბაიდენი შეერთებული შტატების პრეზიდენტად ცნო.
კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ, კონგრესის დემოკრატმა და ზოგიერთმა რესპუბლიკელმა წევრმა ტრამპი დაადანაშაულეს აჯანყების გაღვივებაში და მოითხოვეს მისი იმპიჩმენტი.